რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების თემაზე უკრაინიდან საქართველოს მისამართით ბრალდებები ისევ ისმის.
მტკიცებულებების გარეშე, ამჯერად ქართულ მხარეს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ადანაშაულებს და საჭიროების შეთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სამხილების გადმოცემას აანონსებს. მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მთავრობის წევრების დამცირებაშიც ადანაშაულებს. როგორც ირკვევა, ზელენსკის მრჩევლისთვის ამ დრომდე გაუგებარია ისიც, თუ ვის უჭერს ომში მხარს საქართველოს მთავრობა. ის ქართულ მხარეს დროული და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრება, რომ ომის დასრულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას პასუხი მოეთხოვება. რა შეფასებები მოჰყვა უკრაინელი მაღალჩინოსნის ბრალდებებსა და მუქარას თბილისში, – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.