უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება

უკრაინაში საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება. ღამის განმავლობაში მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ზაპოროჟიეზე, ოკუპანტებმა 10 ჭურვი გაუშვეს. ჯერ-ჯერობით მსხვერპლის ან ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქალაქ ტორეცკში, რუსების იერიშის შედეგად კი ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქზე ნაღმმტყორცნებიდან მიიტანეს იერიში.