უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება

უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. დილიდან ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სიგნალები იყო ჩართული. ღამის განმავლობაში რუსებმა ორჯერ დაბომბეს ზაპოროჟიე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსების სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები გახდა. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვის რამდენიმე რაიონში. დაბომბვების შედეგად ცეცხლი გაჩნდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლში, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინტენსიურად იბომბება დონეცკის ოლქი, სადაც ერთი ადამიანის დაიღუპა, ორი კი დაშავდა. გენშტაბის ინფორმაციით, რუსებმა გასულ ღამეს დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებით სცადეს შეტევის დაწყება, თუმცა უკრაინის ძალებმა მათი მოგერიება შეძლეს. განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები ავდეევკის და ბახმუტის მიმართულებით მიმდინარეობდა. ამასთან, კიევში განაცხადეს, რომ ოკუპირებულ ტოკმაკში რუსების საბრძოლო მასალების საწყობი ააფეთქეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ექვსი თვის მანძილზე რუსების 45 700-ზე მეტი ჯარისკაცი იქნა განადგურებული.