უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს. ახლობლების ინფორმაციით, ის რუსეთის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. თენგიზ ჭანია აფხაზეთიდან დევნილია, იყო აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა და ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა. რუსეთის სრულმასშტაბიან ომს, 2022 წლის შემდეგ, ჯამში 62 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.