უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა – 31 წლის ნიკა გელენიძე აფხაზეთიდან დევნილია, ის ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. გელენიძე უკრაინაში საბრძოლველად 5 სექტემბერს წავიდა და დანაყოფთან ერთად ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
ოჯახს ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ დაუდასტურეს. ჯერ უცნობია, როდის მოხდება მისი გადმოსვენება საქართველოში. ბახმუტიდან კიევში მას, სავარაუდოდ, დღეს გადაასვენებენ.