უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა – 30 წლის მიშა მაზანაშვილი გუშინ ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს ელჩი უკრაინაში. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ოჯახიც. ახლობლების ცნობით, მიშა მაზანაშვილი უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებიდან იბრძოდა.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.