უკრაინაში, ბახმუტთან შეტაკებისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობებს უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსულ აგრესიას 23 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.