უკრაინაში ომის დასრულებისა და მშვიდობის მოთხოვნით, რომში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყვიტოს შეიარაღების გაგზავნა უკრაინაში. დემონსტრანტების თქმით, იარაღის გაგზავნა არა ომის შეჩერებას, არამედ ომის გაჩაღებას და კონფლიქტის გაჭიანურებას უწყობს ხელს. ამ ყველაფერს კი იტალიისთვის „ეკონომიკური შედეგები” აქვს. საპასუხოდ, იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნის გადაწყვეტილება არ შეიცვლება და უახლოეს მომავალში კიევი მეტ შეიარაღებას მიიღებს. იტალიის დედაქალაქში გამართულ აქციაში მონაწილეობა 30 ათასმა ადამიანმა მიიღო.