უკრაინაში ომი გრძელდება

ქვეყნის მასშტაბით, ღამით განგაში იყო გამოცხადებული. რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევზე და რამდენიმე რეგიონზე. სუმის ოლქზე თავდასხმისას დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. მასიური სარაკეტო იერიში რუსეთმა ზაპოროჟიეს მიმართულებითაც განახორციელა, სადაც სამიზნე საკომუნიკაციო ცენტრები, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობა და დასასვენებელი ადგილი იყო. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის ჯარები ზაპოროჟიეს მიმართულებით 7 კილომეტრით დაწინაურდნენ და უკრაინამ დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დასავლეთით 8 დასახლება გაათავისუფლა.