უკრაინაში ომი გრძელდება. ქვეყნის რვა რეგიონში საჰაერო განგაშის ხმა ისმის დილიდან. მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სროლის და აფეთქების ხმა. ბახმუტში ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა ათი. გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა თავდასხმა მოიგერია ხერსონის, ლუგანკსისა და დონეცკის ოლქებში 16 დასახლებულ პუნქტთან. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მტრის შესაძლო პროვოკაციისთვის ემზადებიან.