უკრაინაში მცხოვრები ისრაელის მოქალაქეები საქართველოში ისწავლიან

საქართველოდან დახმარებას სთავაზობენ ისრაელის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის სამედიცინო უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. მათ საშუალება ექნებათ, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში იმავე სასწავლო პროგრამებზე განაგრძონ სწავლა. სტუდენტებს არჩევანის გაკეთება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და კავკასიის უნივერსიტეტს შორის შეუძლიათ. თუმცა, მომავალში ჩამონათვალს სხვა სასწავლებლებიც დაემატება. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. პროცესში ისრაელის საელჩოც არის ჩართული. წინასწარი მონაცემებით, ქვეყანა 1 000-მდე სტუდენტის მისაღებად არის მზად.