უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები – მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი სამშობლოში ჩამასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ქართველი მებრძოლები 25 ივნისს დაიღუპნენ.
ჯონი ოდიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავიდან იყო, ის ასევე მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ოდიშვილი ბახმუტთან ჭურვის ნამსხვრევებს ემსხვერპლა.
მალხაზ კვიჟინაძე კი ლისიჩანსკთან დაიღუპა.