უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, მიხეილ თევდორაძის პანაშვიდი მის მშობლიურ სოფელში, ფარცხანაყანებში მიმდინარეობს. 45 წლის მიხეილ თევდორაძე ბახმუტის მისადგომებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა სერგო ქართველიშვილი და დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი. ჯარისკაცების სიცოცხლე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
ამ დროისთვის, მხოლოდ მიხეილ თევდორაძის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა. ქართველ მებრძოლს სამშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.