უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს. ზურაბ ოდიშვილის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. ადგილზე იყო საპატიო ყარაულიც. გარდაცვლილი ყაზბეგში, მშობლიურ სოფელში გადაასვენეს.
45 წლის მებრძოლი უკრაინაში გასული წლის მარტში წავიდა და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ის თავდაპირველად – „კავკასიის ლეგიონის“ რიგებში, შემდეგ კი 93-ე ცალკეულ მექანიზირებულ ბრიგადაში ირიცხებოდა.
რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ჯამში, 45 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.