უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან სახელაშვილი გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.
38 წლის ლევან სახელაშვილი ნიკოლაევის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. პროფესიონალი სამხედრო 2012 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. უკრაინაში საბრძოლველად კი საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე წავიდა. უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ხუთშაბათს დაკრძალავენ.
ლევან სახელაშვილი ოცდამეოთხე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს შეეწირა.