უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს. 25 წლის ქართველი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ერთ-ერთი დაბომბვისას, ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, გაიარა სათანადო მკურნალობის კურსი, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ჯამბულათ ხოფერია პირველ დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას მშობლიურ სახლში, გურიაში გადაასვენებენ. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.