უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი სამხედრო პატივით, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა. მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. სამშობლოში ჩამოსვენებამდე მისი ცხედარი ხარკოვის ოლქიდან კიევში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. რუსულ აგრესიას უკრაინაში 22 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.