უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გია ბერიაშვილის და დავით რატიანის ხსოვნისთვის პატივის მიგება დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა. ორივე მათგანი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და აგვისტოს ომის მონაწილეა. ქართველი მებრძოლები 18 მარტს, ქალაქ ირპენში ნასროლ ჭურვს ემსხვერპლნენ. რატიანი და ბერიაშვილი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე წავიდნენ და უცხოელ მოხალისეთა ლეგიონში იბრძოდნენ.