უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. აეროპორტში შეკრებილებმა გოჩა ჟვანიასა და ზურაბ წიკლაურის ცხედრებს პატივი მიაგეს. ადგილზე გაშალეს საქართველოსა და უკრაინის დროშები, შესრულდა ორივე ქვეყნის ჰიმნები. ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ. ისინი უკრაინაში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში 2014 წლიდან მსახურობდნენ.