უკრაინაში დაღუპული მიხეილ მაზანაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი 31 მარტს, ბახმუტთან, ინტენსიური ბრძოლისას, წინა ხაზზე დაიღუპა. იგი წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი უკრაინაში იბრძოდა. გარდაცვლილ მებრძოლს თბილისში, ჯერ სამების ეზოში მდებარე მცირე ტაძარში დაასვენებენ შემდეგ კი, მშობლიურ სოფელ ზერტეში გადაასვენებენ.