უკრაინაში დაღუპული 31 წლის მებრძოლი, ნიკა გელენიძე ცოტა ხნის წინ ფოთში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. აფხაზეთიდან დევნილი გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა. როგორც ახლობლები ჰყვებიან, ნიკას გადაწყვეტილების შესახებ ოჯახმა არ იცოდა. ახალგაზრდა მამაკაცი ბახმუტთან, დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა. მის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახლობლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დახვდნენ და პატივი მიაგეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, საბრძოლო მოქმედებებში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლია დაღუპული.