სანთლები, საქართველოს და უკრაინის დროშები და ორი ქვეყნის ჰიმნი თბილისის აეროპორტში – რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლი სამშობლოში გადმოასვენეს.
დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა იზიუმთან მომხდარ შეტაკებებს ემსხვერპლნენ. მენაბდიშვილი რუსთავში გადაასვენეს, სადაც მოქალაქეები მის ცხედარს მუხლმოდრეკილები დახვდნენ. სამოქალაქო პანაშვიდები ტაძარში გაიმართება. შანავას ცხედარი კი ორხევში, მის სახლშია დასვენებული. მებრძოლებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მენაბდიშვილი 2014 წელს დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებშიც მონაწილეობდა.
24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში უკვე ექვსი ქართველი მებრძოლია დაღუპული.