უკრაინაში მიმდინარე ომს ემსხვერპლნენ ქართველი მებრძოლები. დახვედრა გმირული პატივით, საქართველოს და უკრაინის ჰიმნი და ანთებული სანთლები თბილისის აეროპორტში.
გია ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ხვალ სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართება. უცხოელ მოხალისეთა ლეგიონის სამხედროები 18 მარტს, ქალაქ ირპენის დაბომბვის დროს დაიღუპნენ. საქართველოდან მოხალისეებად წასული მებრძოლები საომარი მოქმედებების პირველივე დღეებიდან იბრძოდნენ.
უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში დაიღუპა.