გუშინდელი ავიაიერიშის შემდეგ დღეს შედარებით სიმშვიდეა ლვოვში. ქალაქში პერიოდულად განგაშის სიგნალი ირთვება.
სხვადასხვა ქალაქიდან ქვეყნის დასავლეთით მდებარე ლვოვში საქართველოს მოქალაქეებიც ჩადიან, რომლებსაც პოლონეთის გავლით სამშობლოში დაბრუნება სურთ. ამიტომ ლვოვში პოლონეთის მიმართულებით ავტობუსით კიდევ ერთი სპეცრეისი იგეგმება. კიევიდან ლვოვში ჩაასვენებენ დღეს ომში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს. დავით გობეჯიშვილი ქალაქ ირპენში დაიღუპა. უკრაინიდან მას პოლონეთში, იქიდან კი სამშობლოში ჩამოასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
რატი ხვისტანი და დათო ცირიკიძე მუშაობენ ლვოვში.