უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს, ჯამბულატ ხოფერიას მშობლიურ მხარეში, გურიაში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ქართველი მეომარი საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, მკურნალობის შესაბამისი კურსიც გაირა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
ჯამბულათ ხოფერია საავადმყოფოში გარდაიცვალა. 25 წლის მებრძოლი სამხედრო მოქმედებებში პირველივე დღიდან იყო ჩართული. უკრაინაში იბრძოდა მისი მამაც. გადმოსვენებამდე, ჯამბულატ ხოფერიას პანაშვიდი, კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართა. ოჯახის ინფორმაციით, მას ბიძის გვერდით დაკრძალავენ, რომელიც 25 წლის ასაკში, აფხაზეთის ომში დაიღუპა. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 34 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.