უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ამერიკული იარაღი გამოიყენა
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ამერიკული იარაღი გამოიყენა, – ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესს“ რესპუბლიკელმა სენატორმა, მაიკ რაუნდსმა განუცხადა, თუმცა, სენატორს არ დაუკონკრეტებია საიდან ფლობდა ამ ინფორმაციას. მედია იუწყება, რომ ეს ცნობა კიდევ ერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა და ლოკაციის შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია. როგორც „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, 1-2 ივნისს ამერიკული საარტილერიო სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსი“ გამოიყენეს.