ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდა 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებით გაყვანასთან. სანქციების დაწესების განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.