უხანიდან ​ევაკუირებული მოქალაქეები მალე სამშობლოში დაბრუნდებიან

საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთში განხორციელდა, მალე სამშობლოში დაბრუნდებიან. ისინი თურქეთიდან უკვე გამოემგზავრნენ. არცერთ მათგანს კორონავირუსი არ გამოუვლინდა და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, ჩვენი მოქალაქეებიც ჩინეთიდან სპეციალური სამხედრო თვითმფრინავით წამოიყვანეს. ორკვირიანი საკარანტინო პერიოდი მათ ანკარაში, ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარეს. მოქალაქეებს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იყვნენ.