უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ნაწილმა ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაშვებული. გაძევებულთა შორის არიან პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში. მათ შორის არიან თურქმენეთის, ერაყის, თურქეთის, ინდოეთის, ირანის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, რუსეთის, იორდანიისა და პაკისტანის მოქალაქეები.

​​