ტურნირის „დადე ლელო ნატო-სთან ერთად“ ფინალი გაიმართა

ნატო-ს დღეების ფარგლებში, გორის სარაგბო ბაზაზე, შვიდკაცა რაგბის ტურნირის „დადე ლელო ნატო-სთან ერთად“ ფინალი გაიმართა.

ნატო-ს თასი ახალგაზრდულ ნაკრებს გადაეცა. ფინალში მათ ქუთაისის აკადემია 29:5 დაამარცხეს.

ტურნირს საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, რაგბის კავშირთან და თბილისის რაგბის აკადემიასთან ერთად ახორციელებს.

შეხვედრები ყოველწლიურად, რაგბის ახალგაზრდული ნაკრების შერჩევისა და მომზადების პროცესის ფარგლებში ტარდება, თუმცა წელს, პირველად მიიღებს ოფიციალურ სახეს და ეწოდება „ნატო-ს თასი“.