ტურნირი სასტენდო სროლაში

მიზნის ოსტატები – სასტენდო სროლის სპორტულ კომპლექსში მოყვარულთა შორის შეჯიბრი გაიმართა. „მენეჯმენტ ჰაბის“ ორგანიზებით, ტურნირში მონაწილეობა როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მოყვარულებმა მიიღეს. მონაწილეები ერთმანეთს მიზანში სროლაში შეეჯიბრნენ. ტურნირის მიზანი სპორტის ამ სახეობის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებაა.