თინათინ ბერძენიშვილი - ის კომპანიები, სადაც დაცულია მრავალფეროვნება და ინკლუზიური გარემო, არის ყველაზე წარმატებული

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენდერული თანასწორობის ჯგუფმა, რომელსაც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი ხელმძღვანელობს, შეადგინა სახელმძღვანელო, სახელწოდებით „ყველა თანასწორია“ (All Things Being Equal).

ეს არის ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც დასაქმებული ქალების და მამაკაცების თანაფარდობის შესახებ ყველა კითხვას პასუხობს, გვიზიარებს უკვე წარმატებულ პრაქტიკას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლები ნერგავენ გენდერული თანასწორობის დასაცავად.

ანგარიში უკვე ითარგმნა ქართულ ენაზე და ხელმისაწვდომია ონლაინ 1tv.ge-ზე.  სახელმძღვანელოზე EBU-ს 11 წევრი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლები მუშაობდნენ.

სტუმარი: თინათინ ბერძენიშვილი – პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე

თინათინ ბერძენიშვილი

თინათინ ბერძენიშვილი

თინათინ ბერძენიშვილი

თინათინ ბერძენიშვილი

თინათინ ბერძენიშვილი

„ყველა თანასწორია“ – EBU-ს ანგარიში ქართულ ენაზე

ახალი დღე