ვაშინგტონი რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციაზე უარს აცხადებენ, შეერთებულ შტატებში თავშესაფრის თხოვნისკენ მოუწოდებს. თეთრი სახლის პრესმდივანი ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას ეხმიანება.
„ჩვენ ვხედავთ საპროტესტო აქციებს რუსეთის ქუჩებში. ვხედავთ, რომ ადამიანები ხელს აწერენ პეტიციებს და ვფიქრობ, მესიჯი, რომელსაც ისინი გვიგზავნიან, ძალიან ნათლად არის ის, რომ ამ ომს, რომელიც პუტინმა დაიწყო, მხარს არ უჭერენ, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა. მისი თქმით, რუსეთში არიან ადამიანები, რუსები, რომლებსაც არ სურთ ბრძოლა პუტინის ომში ან არ სურთ დაიღუპონ ამისთვის – ეს ძალიან ცხადია. მისივე თქმით, ვაშინგტონი მიესალმება ყველას, ვინც თავშესაფარს მოითხოვს.