„რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია,“ – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა განაცხადა. ჯონ კირბის თქმით, ზელენსკი თავად განსაზღვრავს, მზად არის თუ არა მოლაპარაკებებისთვის და როდის და როგორ უნდა გაიმართოს ეს მოლაპარაკებები.