ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. უკვე სამ საათზე მეტია, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება. სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხი დილიდან გაჩხრიკეს. სუს-ის ინფორმაციით, ის მოწმის სახით იკითხება.
ოფიციალური ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.
ბელა ზაქაიძე დეტალებით.