თემურ წიკლაურის გახსენება

50 წელზე მეტი სცენაზე, გამორჩეული ხმა და საშემსრულებლო სტილი, რის გამოც მსმენელმა განსაკუთრებულად შეიყვარა – თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი შემოქმედების ათვლა ანსამბლ „ციცინათელადან” იწყება, განსაკუთრებული პოპულარობა კი „ივერიამ“ მოუტანა, რომელსაც ის საკუთარ ოჯახსაც უწოდებდა. 200-მდე კომპოზიციასთან ერთად, იყო როლები სხვადასხვა მიუზიკლსა და სპექტაკლში. ბოლო სიმღერა, რომელზეც კლიპიც გადაიღო, გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ჩაწერა და მსმენელს „ჰერიო, ბიჭებოთი“ დაემშვიდობა.

ცნობილი  მომღერალი და მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა. თემურ წიკლაურს ხვალ ლურჯი მონასტრიდან გამოასვენებენ და კოჯორში შვილის გვერდით დაკრძალავენ.