„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო – მიმდინარე გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“ - საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო – მიმდინარე გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“ – ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხუთი მოქმედი მოსამართლის მონაწილეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ღონისძიება დღეს და ხვალ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლით გაგრძელდება. პროექტის მიზანია, საზოგადოებაში, განსაკუთრებით, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებში გააღრმავოს ცოდნა და ინტერესი საერთაშორისო სისხლის სამართლის დოქტრინისა და მართლმსაჯულების, კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის მიმართ.