თბილისში რიგით 29-ე ჯაზფესტივალი დასრულდა
თბილისში რიგით 29-ე ჯაზფესტივალი დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა. მსმენელის წინაშე „გრემის“ 17-გზის ნომინანტი, პიანისტი ფრედ ჰერში, თავის ტრიოსთან ერთად წარდგა. ფესტივალი 30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს გაიხსნა.
ოთხი დღის განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრსა და „თათუზა ჯაზკლუბში“ მაყურებლის წინაშე ცნობილი ვარსკვლავები წარდგნენ, მათ შორის მარკ რიბოტი და ბენდი „კენედი ადმინისტრეიშენი“. ჯაზის საერთაშორისო დღეს საქართველო, იუნესკო-სთან ერთად, ტრადიციულად ყოველ წელს აღნიშნავს.