ბიზნესსამართლის ყოველწლიური ფორუმი გაიხსნა დღეს თბილისში. ღონისძიებაზე რამდენიმე პრობლემური საკითხი განიხილება, მათ შორის: საბანკო, შრომისა და ვალდებულებითი სამართლის საკითხები. ფორუმს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები წარუძღვებიან.
შეხვედრაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით იმართება, ადვოკატთა ასოციაციის წევრები, პრაქტიკოსი იურისტები და სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობენ.