თბილისის საკონცერტო დარბაზში ჯიმი საქსის კონცერტი გაიმართა

საქსოფონისტ ჯიმი საქსის კონცერტი გაიმართა თბილისის საკონცერტო დარბაზში. ფრანგი ინსტრუმენტალისტი საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია. საღამოზე მუსიკოსმა თითქმის ყველა ცნობილი კომპოზიცია შეასრულა. ჯიმი საქსი საქსოფონისტი და შოუმენია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მან უკვე 1 000-მდე შოუ ჩაატარა. მის ოფიციალურ იუთუბარხს თითქმის 450 ათასი გამომწერი ჰყავს.