თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი

12:23, 18.07.2026

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თანამედროვე ხელოვნების შედევრი, საკულტო დადგმა – „მაზურკა ფოგო“ წარმოადგინა. სპექტაკლს კულტურის მინისტრი დაესწრო, რომელმაც სპექტაკლის დასრულების შემდეგ, პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრის სამხატვრო და აღმასრულებელ დირექტორს სპექტაკლის წარმატებით ჩატარება მიულოცა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა დაუდასტურა.

ფესტივალი 2017 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაფუძნდა. მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია. წელს ფესტივალი მეშვიდედ იმართება. მასში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და სახელგანთქმული საბალეტო დასები მონაწილეობენ.

მსგავსი