თბილისში ბელიაშვილის 5 ნომერში, სპეციალურ ლოგისტიკურ ცენტრში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება გრძელდება. თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ჰუმანიტარულ პროცესში, შეუძლიათ, პროდუქტები და საჭირო ნივთები აღნიშნულ მისამართზე მიიტანონ. უკრაინელების დასახმარებლად, მერიის ინიციატივით, ასევე გახსნილია სპეციალური ანგარიშის ნომერი და მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი 2 72-22-22.