თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მილიონ ლარზე მეტი შეაგროვა. ჰუმანიტარული აქცია გრძელდება. მობილიზებული შემოწირულობის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისივე ინიციატივით, საქართველოში მყოფ უკრაინელებს საკუთარი შვილების საბავშო ბაღებში მიყვანის შესაძლებლობაც ექნებათ. თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას უკრაინის მერთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მისი განმარტებით, ვიტალი კლიჩკოს პირადადაც ესაუბრა და ასევე მას ოფიციალური წერილითაც მიმართა.