თბილისის მერის ადვოკატი აღსრულების ეროვნულ ბიუროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას სთხოვს. შესაბამისი მიმართვა დიმიტრი გაბუნიამ აღსრულების ბიუროში დღეს შეიტანა. საქმე ეხება კახა კალაძის სარჩელს ტელეკომპანია „ტვ-პირველისა“ და მისი ყოფილი წამყვანის მაია მამულაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამივე ინსტანციის სასამართლომ მომჩივანის სასარგებლოდ გადაწყვიტა. კონკრეტულად კი ტელეკომპანიის ეთერში 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კალაძემ მერიის ტენდერებიდან უკანონო შემოსავალი მიიღო. სასამართლომ ტელეკომპანიას 15 000 ლარის გადახდა და ფაქტის უარყოფა დააკისრა. ადვოკატის განცხადებით, არ არის გამორიცხული, „ტვ პირველის“ ქონება დაყადაღდეს, თუ მოპასუხე მხარე არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.