„თბილისის კალათბურთის სასკოლო ლიგის“ ფინალი 

ოლიმპიურ სასახლეში „თბილისის კალათბურთის სასკოლო ლიგის“ ფინალი გაიმართა. ფინალში, რომელშიც თბილისის 52-ე და 53-ე საჯარო სკოლების საკალათბურთო გუნდები მონაწილეობდნენ, გამარჯვება 53-ე სკოლის სპორტსმენებმა მოიპოვეს. ღონისძიება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით შედგა.