თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი აიყვანა

თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი აიყვანა. დაკავება აეროპორტში მოხდა. საუბარია თურქეთის მოქალაქეზე რომელიც 2012 წლიდან იძებნებოდა. მას ბრალად თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, სხეულის მძიმე დაზიანებას და თავისუფლების აღკვეთას ედება. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.