„თბილისის ბიგ ბენდის“ ვარსკვლავი გაიხსნა
ილიას ბაღში თბილისის მერიის ბიგ ბენდის ვარსკვლავი გაიხსნა. 26 წელი სცენაზე, არაერთი საერთაშორისო აღიარება, ათასობით კონცერტი და 400-მდე კომპოზიცია – ასეთია თბილისის ბიგ-ბენდის მუსიკალური მემკვიდრეობა. საზეიმო კონცერტი ილიას ბაღში გაიმართა, იქ სადაც ბენდი წლებია მოღვაწეობს და მნიშვნელოვან მუსიკალურ პროექტებზე მუშაობს.
ბიგ ბენდი 1997 წელს გაიოზ კანდელაკმა დააარსა. მათი რეპერტუარი მოიცავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი კომპოზიტორების კომპოზიციებს.