თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ალიკა ალაზოვი, გიორგი ოძელაშვილი და გიორგი ელიზბარაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის ოთხი მოწმე დაიკითხა.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავდასხმას, უკანონოდ ოფისში შეჭრასა და „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარის დაზიანება-განადგურებას ედავება.