თბილისი – Open Air დაიწყო

15:35, 24.05.2025
 თბილისი – Open Air დაიწყო – ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული მუსიკალური ფესტივალი დღეს და ხვალ „ლისი ვანდერლენდში“ იმართება. წლევანდელი ლაინაფი მთლიანად ქართველი შემსრულებლებისგან არის დაკომპლექტებული და თავს უყრის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს.
ფესტივალზე მისულ ვიზიტორს ასევე უმასპინძლებენ ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართული მუსიკალური ლეიბლები, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი და წიგნის ბაზრობა. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის კონცერტი.

მსგავსი