სამტრედიაში ნიკა მელიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები კეთდება. ხელისუფლების ოპონენტები მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ და მმართველი გუნდის ოპონენტების მიმართ ძალადობრივ კამპანიად აფასებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობის ფაქტს გმობენ და განმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება. ამასთან, როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ნიკა მელიაზე თავდამსხმელის ოჯახის წევრები პარტია „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ევროპული საქართველოს“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არიან. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტი პარტიებს შორის დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.